წესები და პირობები
წესები და პირობები
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდით, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები:
1. შეძენა
ჩვენს ვებ-გვერდზე პროდუქტის შეძენისას საჭიროა მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ბარათის მონაცემები. ამით ადასტურებთ, რომ გაქვთ სრული უფლება აღნიშნული ბარათის გამოყენებაზე და მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და სანდო.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ შეკვეთა, როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი: პროდუქტის დეფიციტი, ფასში დაშვებული შეცდომა, ან საეჭვო/უკანონო ტრანზაქცია.
2. შეკვეთის გაუქმება / დაბრუნება / გადაცვლა
• შეკვეთის გაუქმება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 24 საათის განმავლობაში.
• დაბრუნება (Returns)
- დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს პროდუქტის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
- ნივთი უნდა დაბრუნდეს ორიგინალ შეფუთვაში, გამოუყენებელი და სუფთა მდგომარეობით (არ უნდა ქონდეს სუნამოს ან სხვა ნიშნები).
- კურიერის მომსახურების საფასური დაბრუნებისას არ ანაზღაურდება.
- თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც გადახდა შესრულდა, მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში.
• გადაცვლა (Exchange)
- ნივთის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, უნდა დააბრუნოთ პირვანდელი პროდუქტი, რის შემდეგაც მოხდება ახალი ნივთის გაგზავნა.
- კურიერის ხარჯი და დაბრუნების საფასური ეკისრება მომხმარებელს და არ ანაზღაურდება.
3. აკრძალული გამოყენება
სერვისის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ კანონიერად და ჩვენი წესების გათვალისწინებით.
4. ანალიტიკა
შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის ანალიტიკური მომსახურება ვებ-გვერდის გაუმჯობესებისა და მონიტორინგის მიზნით.
5. ანგარიშები
დარეგისტრირებისას ადასტურებთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია სწორია. არასწორი ან არასრული მონაცემები გამოიწვევს ანგარიშის გაუქმებას.
თქვენვე ხართ პასუხისმგებელი ანგარიშისა და პაროლის უსაფრთხოებაზე და ვალდებული ხართ შეგვატყობინოთ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში.
6. სერვისის შეწყვეტა
ჩვენ გვაქვს უფლება, შევაჩეროთ ან გავაუქმოთ თქვენი პროფილი, თუ დაფიქსირდება წესების დარღვევა ან საეჭვო ქმედება.
7. მოქმედი კანონმდებლობა
წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
8. ცვლილებები სერვისში
შეიძლება ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს ვებსაიტზე ან მის სერვისებში, ნაწილობრივ ან სრულად შევზღუდოთ წვდომა.
9. თანხმობა
ჩვენი სერვისით სარგებლობით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.